ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

მე-7 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა

4 ივნისი, 2019

ქალაქ ახალციხის მე-7 საჯარო სკოლის მე-8-9 კლასის მოსწავლეებმა,   ბიოლოგიაში  მთელი წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა და უნარები,  მიწვეულ სტუმრებს   ღია გაკვეთილის საშუალებით გააცნეს, რომელსაც ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი  ჟუჟუნა კოპაძე უძღვებოდა.

სკოლის აღსაზრდელებმა  ბიოლოგიის საგნის თითქმის ყველა საკითხზე ამომწურავი და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, თავი გაართვეს რთულ ამოცანებს და შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც.

ღია გაკვეთილს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, მერიის კულტურის სამსახურისა და უნივერსიტეტის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ სკოლის ადმინისტრაციასა და საგნის პედაგოგს მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაზე მიწვევისათვის, ჩატარებულ  გაკვეთილს  მაღალი შეფასება მისცეს და სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს სკოლის პედაგოგებსა  და მათ აღსაზრდელებს. ღონისძიების ბოლოს  კი შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

გააზიარე