ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08
მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი
ქალაქ ახალციხის შესახებ

მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

    ახალციხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და   შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. მისი   ადმინისტრაციული   ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვება   ხარაგაულისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთიდან ბორჯომისა და ასპინძის , სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო –   თურქეთის სახელმწიფო     საზღვარს, ხოლო დასავლეთიდან ესაზღვრება   ადიგენის მუნიციპალიტეტი. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის   რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან   მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ             რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის   სტრატეგიული  მნიშვნელობა  დიდია.  მუნიციპალიტეტის    დაშორება   თბილისამდე – 207კმ, ბათუმამდე – 168კმ, სომხეთის საზღვრამდე ( ს.გ.პ.   "ნინოწმინდა" ) – 89კმ და თურქეთის საზღვრამდე (ს.გ.პ. "ვალე") – 12კმ.

გააზიარე