ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მასწავლებლებს სერთიფიკატები გადაეცათ

26 ნოემბერი, 2018

დღეს, № 5 საჯარო სკოლაში, მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი სერტიფიკატები გადაეცათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა პედაგოგებს „მასწავლებლის მიერ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები“ საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მათ პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცეს და შემდგომი კარიერული წინსვლა უსურვეს.

სერთიფიკატები ახალციხის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო და კერძო სკოლის 100 მასწავლებელს გადაეცა.მათი გადაცემა ეტაპობრივად მოხდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლაში 997 მასწავლებელია დასაქმებული, აქედან 322 მასწავლებელი არის უფროსი და წამყვანი მასწავლებელი.

გააზიარე