კიბოს სკრინინგის აქცია
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კიბოს სკრინინგის აქცია მიმდინარეობს. აქცია 5 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 6 დეკემბერს დასრულდება.
აქციის კომპონენტებია:
ძუძუს კიბოს სკრინინგი-ქალებში 40 წლის ასაკიდან 70 წლის ჩათვლით-მამოგრაფია, მამოლოგის კონსულტაცია;
საშვილოსნოს ყელის კობოს სკრინინგი-ქალებში 25 წლიდან 60 წლის ჩათვლით - გინეკოლოგის გასინჯვა და პაპ კვლევა;
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი- ქალებისთვის და მამაკაცებისთვის 50 წლიდან 70 წლის ჩათვლით-განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე;
პროსტატის კიბოს სკრინინგი-მამაკაცებში 50 წლიდან 70 წლის ჩათვლით- სისხლში სპეციფიკურ ანტინგენზე გამოკვლევა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით;