ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კალათბურთის ტურნირი დასრულდა

16 ივლისი, 2019

კალათბურთში შალვა რიკაძის სახელობის ტურნირი დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული  გუნდი „საგზაო სამმართველო“  გახდა, მეორე ადგილზე „პატარა გიგანტები“ გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი   გუნდი ”net rippers” გახდა.

გამარჯვებული გუნდები  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ  თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.

პირველობისათვის ერთმანეთს ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები ეჯიბრებოდნენ. თამაშები ახალციხის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობდა.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით  ჩატარდა.

გააზიარე