ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ივანე ახალციხელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

10 აპრილი, 2019

ქალაქ ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხი, ცხაურები და ახალი ბეტონის საფარი მოეწყობა. ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე გაადგილება უჭირდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მათი პრობლემა მოგვარდება და კომფორტულად გაადგილებას შეძლებენ.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

გააზიარე