ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„იდეების კონკურსი"

15 May, 2019

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული „იდეების კონკურსის“ ფარგლებში, დღეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საინტერესო ინიციატივები და იდეები წარმოადგინეს. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელობაზე, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების აქტიურ ჩარულობაზე. 

აღნიშნული კონკურსის მიზანი სწორედ, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა იყო, რომელშიც მონაწილეობა შეეძლოთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს. 

ახალგაზრდებმა ჟიურის წინაშე წარმოადგინეს შემდეგი იდეები: 

• „ყველა გონებრივი გამოწვევა ერთ ოთახში“.
• „აზიის კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო“.
• „ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ქალაქ ვალეში“.
• ინოვაციური იდეა „არდუინო“ - ახალგაზრდების ინფორმირება თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი“.
• ახალგაზრდების გააქტიურება ურავლის ახალგაზრდულ ცენტრში.
• „ტურიზმის კვალდაკვალ“ - ტურისტული სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ჩვენი კუთხის ღირსშესანიშნაობების გამოსახულებით.
• სოფელ მუსხის სკოლის ეზოს კეთილმოწყობა.
• „იდებატე განვითარებისათვის“ - ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო აქტივობის ამაღლების მიზნით.
• სკვერის მოწყობა სოფელ მუსხში.

შემოსული 9 იდეიდან, ჟიური სამ საუკეთესოს შეარჩევს, რომლებზეც პროექტის ბიუჯეტისთვის გამოყოფილი 3000 ლარი განაწილდება. ახალგაზრდებმა პრეზენტაციები სპეციალური ჟიურის წინაშე გამართეს, რომლის წევრები არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის კულტურის სამსახურის, რესურსცენტრის, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსის შედეგები მონაწილეებს კვირის ბოლომდე ეცნობებათ.

გააზიარე