გიორგიწმინდაში სპორტული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს
სოფელ გიორგიწმინდაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული მოედნის შემოღობვა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარით ფინანსდება.
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ მიზნით ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება.