ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

4 სექტემბერი, 2019

დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2019-2020) განიხილეს. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, არასამთავრობო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი ახალციხის მერიის 2019-2022 წლების ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020) პრეზენტაციასთან ერთად, ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისგან მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსმენა იყო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის პროცესის განსამტკიცებლად.

გააზიარე