ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

„ღია მონაცემების სისტემის შეფასება ახალციხის მერიაში"

5 ივლისი, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის - „ღია მონაცემების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება (2019-2020)“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მხარეებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული დოკუმენტი „ღია მონაცემების სისტემის შეფასება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში“ განიხილეს.

პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გამჭვირვალობის პროცესის განსამტკიცებლად. 

პროექტის მიზანია, დაეხმაროს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესში, რაც უზრუნველყოფს მონაცემების მეტ ხელმისაწვდომობას, თავსებადობასა და შემდგომ გამოყენებას. ასევე, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მუნიციპალიტეტს ღია მონაცემების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2019-2020), ასევე, მონიტორინგის მექანიზმების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს მონაცემთა მართვას და დაამკვიდრებს მონაცემების გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას.

გააზიარე