„გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარდა
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.
ნინო ლოლაძემ და ლაშა გოცირიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიული პირების წარმომადგენლებთან გენდერული ბიუჯეტის არსზე, მის მიზანზე და ამოცანებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და საქართველოში გენდერულ ბიუჯეტირებაზე ისაუბრეს.
ტრენინგის მიზანი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის დახვეწა იყო.