ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამოსაშვები ღონისძიება ქალაქის N1 საბავშვო ბაღში

13 ივნისი, 2019

„მომავალი ჩვენია“ - ამ სახელწოდებით, დღეს ქალაქ ახალციხის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები საღამო გაიმართა. პატარები ოთხი წლის მანძილზე საბავშვო ბაგა-ბაღში მიღებული ცოდნით,   სახალისო და თეატრალიზებული ნომრებით,   სიმღერებითა და  ცეკვებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე, წაიკითხეს ასევე,  ლექსები სამშობლოსა და  დედა-ენაზე.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს,  სწავლის ახალ ეტაპზე  გადასვლა  მიულოცა და   წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ. 

„დღეს თქვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა,  დაამთავრეთ საბავშვო ბაღი და გადადიხართ უფრო დიდ  და საინტერესო სამყაროში, რომელსაც სკოლა ჰქვია.  მინდა წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენგანს  და თქვენს მშობლებს, რადგან  სწორედ  თქვენს წარმატებულ სწავლაზეა  დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.  ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ  მუნიციპალიტეტისთვის   ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი,  სწორედ  ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, შესაბამისად ვცდილობთ  ყველაფერი გავაკეთოთ  პატარებისთვის“ - აღნიშნა გურამ მელიქიძემ.

აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცეს ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ბეროშვილმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა,  საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ციცო საანიშვილმა  და სხვებმა.  თავის მხრივ, საინტერესო და მრავალფეროვანი  სასწავლო პროგრამების, პატარების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისათვის მუნიციპალიტეტის მერიას, ბაღის პედაგოგებსა და  ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს  მშობლებმაც. 

ღონისძიების ბოლოს კი პატარები სხვადასხვა ნომინაციებში წარადგინეს და  საბავშვო ბაღის დამთავრების მოწმობები და სამახსოვრო ალბომები გადასცეს. ახალი სასწავლო წლიდან,  ქალაქ ახალციხის N1 საბავშვო ბაგა-ბაღიდან  95, ხოლო  მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო  ბაღიდან  565 აღსაზრდელი სწავლას  სკოლაში გააგრძელებს.   

   

გააზიარე