ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

„დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“- საინფორმაციო შეხვედრები

11 ივლისი, 2019

 ,პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“-ს ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას, CBI - საჯარო ფინანსების ექსპერტმა პაპუნა პეტრიაშვილმა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლაშა გოცირიძემ და მერიის თანამშრომლებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ზრდისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ მექანიზმს მიმართა, რომელიც საპროექტო იდეების წარდგენისა და მათთვის ხმის მიცემის სისტემას წარმოადგენს. სისტემა „ვოლისი“ USAID GGI-ს და ესტონეთის „ელექტრონული მმართველობის აკადემიიის“მხარდაჭერით ამოქმედდა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღონ. წინადადებების წარდგენა 21 ივლისამდე გაგრძელდება. 

გააზიარე