ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყალთბილაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელება დაიწყო

26 ივნისი, 2019

სოფელ წყალთბილაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელის შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ამ ეტაპზე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

გააზიარე