ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წინუბანი-გურკელის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება

25 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წინუბანი-გურკელის საავტომობილო გზის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება გზის 3100 მეტრიან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კეთილმოწყობილი გზით მიმდებარე სოფლების წინუბნისა და გურკელის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

გააზიარე