ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

18 იანვარი, 2019

დღეს, ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში,  2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ოქროსა და ვერცხლის მედლები ქალაქ ახალციხის №1, №5, №6,  ქალაქ ვალის №1, სოფლების კლდის, სვირის, წყრუთის, ჭვინთის, ანის, პატარა პამაჯის და კერძო სკოლა „ხერხემის“ კურსდამთავრებულებმა მიიღეს. მათ ასევე გადაეცათ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატები.

წარჩინებული  კურსდამთავრებულებს მედლები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ კაპანაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 36 ოქროსა და 12 ვერცხლის მედალოსანი  დაჯილდოვდა.

მედლების გადაცემის ცერემონიალს სკოლების დირექტორები, პედაგოგები და წარჩინებული კურსდამთავრებულების მშობლები ესწრებოდნენ.

ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.

 

გააზიარე