ახალციხის მუნიციპალიტეტში, „ოფროუდში“ შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან მაღალი გამავლობის მანქანები იღებდნენ მონაწილეობას.
გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მედლებით, სიგელებით და თასებით, ხოლო მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს ოფროუდის ფედერაცია და სამცხე-ჯავახეთის ოფროუდის კლუბი უწევდა. შეჯიბრის მხარდამჭერი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია იყო.