ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საყურადღებოდ!

17 აპრილი, 2019

ხვალ, 18 აპრილს, 11 საათზე, ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლის დარბაზში (ფარნავაზ მეფის #2), მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული ჯფუფების წარმომადგენლებს პროექტის დეტალებს გააცნობენ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ მექანიზმს მიმართა, რომელიც საპროექტო იდეების წარდგენისა და მათთვის ხმის მიცემის სისტემას წარმოადგენს. სისტემა „ვოლისი“ USAID GGI-ს, IDFI-ს და ესტონეთის „ელექტრონული მმართვლობის აკადემიის“ მხარდაჭერით ამოქმედდა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალციხის მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს. გამარჯვებული ინიციატივებისა და იდეების დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.

გააზიარე