ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიაში ტურზმის განვითარებაზე იმსჯელეს

8 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, World Vision- ავსტრიის მოწვეულ ექსპერტს ფლორიან ვან დერ ბელლენს შეხვდა. შეხვედრას ასევე, World Vision-საქართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ნინო ლომიძე და ელენა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და რესურსებზე ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა. ისაუბრეს ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე, სიახლეებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სპეციალური მობილური აპლიკაციის შექმნის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ტურისტული ობიექტებისა და პოტენციალის მიმართ ცნობადობის ამაღლებასა და მათ პოპულარიზაციას, რაც მომავალში რეგიონში ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს.

გააზიარე