ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ეტალონი მოსწავლე ირაკლი მერაბიშვილი გახდა

14 მარტი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლე ცნობილია. 14 მარტს,  ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული  ახალციხის პირველი საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლე,  ირაკლი მერაბიშვილი გახდა.

შეჯიბრში მეორე ადგილზე ასევე, ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ნადირაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი აწყურის საჯარო სკოლიდან გიორგი ხვედელიძე გახდა.

თამაში   პირველ საჯარო სკოლაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ეტალონში  მუნიციპალიტეტის  სკოლებიდან 83 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ირაკლი მერაბიშვილი,  ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით,საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებს. ფინალი 15 ივნისს, ქალაქ თბილისში გაიმართება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ირაკლის  ახალციხის ეტალონის  ტიტულის მოპოვებას და ფინალურ თამაშში  წარმატებებს უსურვებს.


გააზიარე