ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ციხეზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა

7 May, 2019

ახალციხის ციხე ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ახლახანს დასრულდა, ციხის ტერიტორიაზე კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ფასადები, ქვაფენილი და ტერასები აღდგა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა. 

 გარდა ამისა, ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის" ადმინისტრაციის ინიციატივით ეწყობა ბავშვთა გასართობი და უფროსებისთვის დასასვენებელი ოთახები, სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და უახლოეს ხანში მოხდება მათი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა. ციხის ტერიტორიაზე ასევე, არსებული საპირფარეშო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გახდა, შეიცვალა კარი და მოეწყო პანდუსი. 

გააზიარე