ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ციხეზე ბავშვთა გასართობი ოთახი გაიხსნა

1 ივნისი, 2019

ახალციხის ციხეზე, დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა გასართობი ოთახი გაიხსნა. იგი ახალციხის ციხის ვიზიტორებს და დამთვალიერებლებს გაუწევს მომსახურებას, სადაც მათთან ერთად მყოფი პატარებისათვის გართობისა და დასვენებისათვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ბავშვთა ოთახი ა(ა)იპ ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო და შესაბამისი ინვენტარით, სათამაშოებითა და გასართობი საშუალებებით აღიჭურვა. 

გააზიარე