ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება

16 აპრილი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამშენებლო და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და  ამ დროისთვის თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ზედამხედველი ორგანიზაციებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგისა  და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

პერიოდულად, ზაზა მელიქიძე ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.

გააზიარე