ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხეში კრივში ჩემპიონატი გაიმართა

7 ოქტომბერი, 2019

სასპორტო სკოლაში, “ახალციხის 2019 წლის ღია პირველობაზე“, კრივში ჩემპიონატი გაიმართა.

22 წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 55 მოკრივე (2004-2010 წლებში დაბადებულები) ეჯიბრებოდა. ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოვლინდნენ გამარჯვებული სპორტსმენები, რომლებიც მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა, სასპორტო სკოლამ და საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ გაუწია.

გააზიარე