ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

10 ივლისი, 2019

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, კედლების და ლითონის ღობეების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

შეგახსენებთ, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში, როგორც ქვეითთა მოსიარულეთათვის ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში, ეცდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი დისკომფორტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

გააზიარე