ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელმა მძლეოსნება წარმატებით იასპარეზეს

15 May, 2019

 ქალაქ თბილისში, 2002-2003-2004-2005 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის, მძლეოსნობაში ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა. 

ჩემპიონატში ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის 10 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ წარმატებით იასპარეზეს და ოთხი პირველი ადგილი, სამი მეორე და ორი მესამე ადგილი მოიპოვეს.

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: მარიამ კაპანაძე 1500 მ. რბენაში, დერენიკ არზუმანიანი3000 მ. რბენაში, არსენ იშხანიანი 1500 მ.რბენაში და ვლადიმერ შუშანიანი 800 მ.რბენაში.

მეორე ადგილი დაიკავეს: მარიამ კაპანაძემ 3000 მ. რბენაში, მათევოზ მზიანმა 1500 მ. რბენაში და ანუკი ენდელაძე 800მ. რბენაში.

მესამე ადგილზე გავიდნენ: ქეთი იაკობაძე 400 მ.რბენაში და სარქის პაპოიანი 800 მ.რბენაში.

გოგონებში ამანათრბენაში (4x200) მესამე ადგილი დაიკავეს ქეთი იაკობაძემ, თამთა მჭედლიძემ, მარიამ კაპანაძემ და ანუკი ენდელაძემ. ვაჟებში ამანათრბენაში (4x200) მეორე ადგილზე გავიდნენ მათევოზ მზიანი, არსენ იშხანიანი, ვლადიმერ შუშანიანი და სარქის პაპოიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას სპორტსმენებს და წარმატებებს უსურვებს.

გააზიარე