ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხელი მძლეოსნების მორიგი წარმატება

18 ივნისი, 2019

ქალაქ თბილისში, მძლეოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში ახალციხელმა მძლეოსნებმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 7 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: მინდია ენდელაძე 400 და 200 მეტრ რბენაში და ირინა მიკიტიუკი სიგრძეში სამმაგ ხტომაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!

 

გააზიარე