ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხელი მძლეოსნების მორიგი წარმატება

5 თებერვალი, 2019

ახალციხელმა მძლეოსნება მორიგი წარმატება მოიპოვეს. სპორტსმენებმა მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს.მათ 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ მინდია ენდელაძე 400 მ. რბენაში და ჰასმიკ მარკარიანი 3000მ. რბენაში.

მძლეოსნობაში თბილისის საერთაშორისო შეჯიბრება თბილისის ზამთრის დახურულ სტადიონზე გაიმართა. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და სომხეთის ნაკრები გუნდის მძლეოსნები ღებულობდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ულოცავს მძლეოსნებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

გააზიარე