ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

14 აგვისტო, 2019

დღეს, ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს მონაწილე მებრძოლები და მათი ახლობლები, ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ. ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ საგალობლები შეასრულა, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ კი გმირებს ლექსი მიუძღვნა. დღესვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა 14 ოჯახს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი დახმარება გადასცა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საომარი მოქმედებები 13 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

გააზიარე