ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურის საბავშვო ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო

2 ნოემბერი, 2018

აწყურის საბავშვო ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო.

ბაღის ეზოში მოწყობილი იყო საშემოდგომო კუთხეები, სადაც მოსავალი ჰქონდათ გამოფენილი. პატარებმა ჩურჩხელები ამოავლეს, ყურძენი დაწურეს, თონეში პურები დააცხვეს და საშემოდგომო მოსავალი დააბინავეს. მათ ასევე, ლექსები, ცეკვები და სიმღერებიც შეასრულეს.

პატარების აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, საკრებულოსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, გელა ნოზაძემ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა აწყურის საბავშვო ბაღს საბავშვო ლიტერატურა გადასცეს.

 

გააზიარე