ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

9 მაისი ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აღინიშნა

9 May, 2019

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ქალაქ ვალესა და სოფლებში: ტყემლანაში, აგარაში, გიორგიწმინდაში, კლდეში, წყრუთში, სხვილისში, წყალთბილაში, აბათხევში, წინუბაში, საძელში, პამაჯში, მუსხსა და მუგარეთში არსებული ობელისკები. ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ის ვეტერანები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებებზე მისვლა ვერ შეძლეს, ოჯახებში მოინახულეს და პრემიერისა და მერიის საჩუქრები პირადად გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს მთავრობის მეთაურის მისალოცი ბარათები და ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ასევე გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. თითოეულს მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 300 ლარით დასაჩუქრდნენ.

გააზიარე