ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

22 ნოემბერი, 2018

დღეს, 22 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა მოეწყო.

პროექტის პრეზენტაცია მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ წარმოადგინა.

ძირითადი პრიორიტეტები კი ასეთია: 
- ეფექტური მმართველობა;
- მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის ექსპლატაცია;
- განათლება;
- ტურიზმი, კულტურა, რელიგია, სპორტი;
- ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები;

  შეხვედრა ორმხრივი დიალოგის რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს დეტალურად განემარტათ ბიუჯეტის პროექტის თითოეული მუხლი. მათ კი თავიანთი შენიშვნები და შეხედულებები წარმოადგინეს.

  განხილვას არასამთავრო სექტორის, მედიის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოსახლეობა ესწრებოდნენ.

    დაჯილდოვდა 2019 წლის „მონაწილეობითი ბიუჯეტი“-ს გამარჯვებული, ქალბატონი თამარ კაპანაძე.

გააზიარე