ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

18 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-2 სხდომა გაიმართება.

15 თებერვალი, 2019

მოსახლეობის საყურადღებოდ ❗

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაცნობებთ, რომ 2019 წლის 18 თებერვალს 16:00 საათზე გაიმართება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-2 სხდომა შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა №2, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. სხდომაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020-2022 წლების ახალგაზრდული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებისათვის’’ გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე. 
5. ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და 2019 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შერულების ნაგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ.
8. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტში ზეგანაკვეთური სამუშაოს, ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისათვის სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
9. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

გააზიარე