Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ვაკანსიების განთავსების ადგილები

https://www.hr.gov.ge

აღნიშნული ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს. ეს არის ერთადერთი გზა, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და დაიწყოს  კარიერა საჯარო სამსახურში. ამ ვებ–გვერდზე დარეგისტრირებულია 199,384 სამსახურის მაძიებელი და 383 საჯარო უწყება/დამსაქმებელი.

 

https://jobs.ge/

jobs.ge  არის ვებ-გვერდი, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ. იგი შეიქმნა 1998 წელს, როგორც დასაქმების ხელშემწყობი არამომგებიანი პროექტი  და შემდგომში გარდაიქმნა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინტერნეტ-ბიზნესად საქართველოში. 1998 წლიდან დღემდე იგი ემსახურება საქართველოში მოქმედ მსხვილ დამქირავებელთა უმეტესობას და მათ სასურველ კანდიდატებთან აკავშირებს. დღეს-დღეობით  jobs.ge ემსახურება ინტერნეტის ასიათასობით მომხმარებელს და ათიათასობით დამქირავებელს.

 

www.hr.com.ge

"ეიჩ-არი" არის დამოუკიდებელი სააგენტო, რომლიც დაარსდა 2006 წელს და მის მთავარ საქმიანობას კადრების შერჩევა წარმოადგენს.  კომპანიას  დღეს ერთ-ერთი წამყვანი  ადგილი უჭირავს დასაქმების ბაზარზე და  ორიენტირებული შედეგსა  და მიზნებზე. სააგენტოს არსებობის განმავლობაში 60,000-ზე მეტ ადამიანს გაეწია დახმარება ეპოვათ სასურველი სამსახური  ვებ გვერდის მეშვეობით

Share page