Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი იქმნება

6 December, 2018

მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი  იქმნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში  სამუშაო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ხედვა შემუშავდა. გაიწერა სტატეგიის მიზნები და ამოცანები.

დოკუმენტის შექმნის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის) შემუშავება და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, „ადგილობრივი ახალგაზდრული პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად.

სამიზნე მუნიციპალიტეტებია: მესტია, ზუგდიდი, ბაღდათი, ახალციხე, ბორჯომი, რუსთავი, მარნეული.

ახალგაზრდული პოლიტიკა არის ხელისუფლების ვალდებულებები და ქმედებები, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებისთვის კარგი ცხოვრების პირობებისა და შესაძლებლობების შესაქმნელად.

 პროგრამას  საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ახორციელებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან  World Vision საქართველო და  USAID-ის პროექტი „ზრდა“. შემსრულებელი კი  ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია  აირაა.

სამუშაო შეხვედრას  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მოადგილე იოსებ კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, ახალგაზრდები, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდულ საკითხზე მომუშავე  არასამთავრო ორანიზაციის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.

Share page