Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

2 April, 2024

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ „მწვანე სახლსა“ და ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრს ესტუმრნენ. მათ პატარებს სპეციალური განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს, პედაგოგებსა და ბენეფიციარების მშობლებს კი მხარდაჭერას და თანადგომას დაჰპირდნენ.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

+8

Share page