ლია კვესელავას 68 წელი შეუსრულდა
თეატრალურ სფეროში მოღვაწე და ჩვენს ქალაქში ყველასათვის საყვარელ ლია კვესელავას 68 წელი შეუსრულდა.
ღვაწლმოსილ თანაქალაქელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ და იუბილე მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ლია კვესელავა 45 წელია, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თოჯინების თეატრში ემსახურება თავის საყვარელ საქმეს და პროფესიას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ლია კვესელავას ულოცავს იუბილეს და წარმატებებს და მხნეობას უსურვებს.