ფეხბურთში „მოყვარულთა ლიგა 2023“ -ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო
ფეხბურთში „მოყვარულთა ლიგა 2023“ -ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო. შეხვედრები ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ეტაპზე გადავა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერია - თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზები დააჯილდოვებს.
შეჯიბრი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.