Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სვირის სკოლაში ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

29 August, 2019

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარინელის მოწყობა ხორციელდება.

აღსანიშნავია რომ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში მოწესრიგდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ესენია: ურავლის, აწყურის, აგარა-ზიკილიის, საყუნეთის, წნისის, წყრუთის, ანის, მინაძის, ანდრიაწმინდის, სვირის, ქალაქ ვალის მე-2 და ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში.

Share page