Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ტბაზე ნავების ბაქანი ეწყობა

4 July, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტეში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ამ დროისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალციხის ტბაზე ნავების ახალი ბაქანის მოწყობა მიმდინარეობს. აგრეთვე, უახლოეს მომავალში ხელოვნური ტბის მიმდებარედ გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ახალციხელებისა და დამსვენებლებისთვის ახალციხის ტბაზე გასეირნება და დასვენება უფრო სასიამოვნო და კომფორტული იქნება.

Share page