Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“- საინფორმაციო შეხვედრა მერიაში

3 July, 2019

 დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, პროექტის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“-ს ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქალაქ ახალციხის მაცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების  და მედიის წარმომადგენლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ, მელიქიძემ, CBI - საჯარო ფინანსების ექსპერტმა პაპუნა პეტრიაშვილმა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლაშა გოცირიძემ  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ზრდისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ მექანიზმს მიმართა, რომელიც საპროექტო იდეების წარდგენისა და მათთვის ხმის მიცემის სისტემას წარმოადგენს. სისტემა „ვოლისი“ USAID GGI-ს და ესტონეთის „ელექტრონული მმართველობის აკადემიიის“მხარდაჭერით ამოქმედდა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღონ. წინადადებების წარდგენა 21 ივლისამდე გაგრძელდება.

Share page