მინი ფეხბურთში ტურნირი „ევროპის თასი“ დაიწყო
ევროპის დღეების ფარგლებში, მინი ფეხბურთში ტურნირი „ევროპის თასი“ დაიწყო. რეგიონის პირველობისათვის ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გუნდები ეჯიბრებიან.
თამაშები ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანზე გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 8:3, ახალციხის სასარგებლოდ დასრულდა. მინი ფეხბურთში ტურნირი გრძელდება. ფინალური შეხვედრები კი მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხოციელდება.
თამაშს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.