Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ გურკელში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

5 April, 2019

სოფელ გურკელში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სულ მალე გურკელისა და წინუბნის ახალგაზრდები ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებენ. აღნიშნულ სოფლებში წლების განმავლობაში არ იყო სპორტული მოედანი.

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

 

Share page