Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერი 9 აპრილზე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

5 April, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მშენებელი კომპანიის და ინფრასტრუქტურის სამსახურის  წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის ქუჩაზე,  კორპუსის ფასადის, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

რუსთაველის, 9 აპრილის, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებზე ამ ეტაპზე, ჯამში 12 კორპუსის მოწესრიგებაა დაგეგმილი.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქალაქის იერ-სახის გალამაზება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ზაზა მელიქიძე  9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მათ საჭიროებებს გაეცნო და დახმარებას დაჰპირდა.

Share page