Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღონისძიება №1 საჯარო სკოლაში

5 April, 2019

საინტერესო და მხიარული ღონისძიება გაიმართა ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში.

მე-3 გ კლასის  ჭკვიანმა, საზრიანმა და გონებამახვილმა პატარებმა სტუმრები „კირკიტელა მათემატიკის საოცრებათა სამყაროში“ ამოგზაურეს.

მხიარული ნომრები მათემატიკასა და ცნობილ მათემატიკოსებზე, სახალისო ისტორიები მათი ცხოვრებიდან, საინტერესო ინფორმაცია მათემატიკურ სიმბოლოებზე, მისი კავშირი ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგებთან... უამრავი რამ გაახსენეს ბავშვებმა უფროსებს.

შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები და სიმღერებიც, წარმოდგენის ფარგლებში გაიმართა ასევე სახალისო თამაშები  და გამარჯვებულები პრიზებით დასაჩუქრდნენ. ღონისძიება მე-3 გ კლასის  დამრიგებლის ლია კენჭოშვილის ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე,  წმ.მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრი მამა სტეფანე  ნადირაძე,  სკოლის პედაგოგები  და მშობლები ესწრებოდნენ.

 

Share page