მერია ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 7 მარტს, აცხადებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურს.
თუ ხარ აქტიური ახალგაზრდა და გაქვს იდეა, რომელიც ეხება შენი თანატოლების პიროვნულ გავითარებას, მათი თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად გამოყენებას; ახალგაზრდების კეთილდღეობას, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას, მათ წახალისებას და მხარდაჭერას, მათთვის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერება ამაღლებას და შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეთ კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებაში;
მაშინ აღნიშნული საგრანტო კონკურსი თქვენთვისაა!!!
კარგი შესაძლებლობა გეძლევათ განახორციელოთ თქვენი იდეა და პოზიტიური ცვლილებები მოუტანოთ თემსა და თქვენს თანატოლებს.
კონკურსის მიზანია:
ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ან ახალგაზრდულ ცენტს, რომლებსაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა.
პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა - 1000 ლარი.
პროექტის პირველ ეტაპზე იდეა უნდა წარმოადგინოთ 2019 წლის 30 აპრილს, 18:00 საათამდე , mariamzazadze@gmail.com ელ. მისამართზე (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი, პროგრამის კოორდინატორი ელ. ფოსტის მისამართზე)
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილებას
სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია:
მარინე გოგოლაძე ( ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი) – 595 317 357 marinegogoladze@yahoo.com;
მარიამ ზაზაძე (პროგრამის კოორდინატორი, ახალგაზრდული მუშაკი) -591 44 97 66 mariamzazadze@gmail.com;