,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის რეგიონული თამაშების კენჭისყრა ჩატარდა.
კენჭისყრა შემდეგ სახეობებში გაიმართა: მინი ფეხბურთში, კალათბურთში(გოგონები, ვაჟები), ფრენბურთში(გოგონები, ვაჟები), ხელბურთში(გოგონები, ვაჟები), ბადმინტონში(გოგონები, ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთში(გოგონები, ვაჟები), გეზრბერნში(გოგონები, ვაჟები) და მხიარულ სტარტებში.
თამაშები 23 თებერვალს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ზონალურ, ფინალურ და საერთაშორისო თამაშებში.