საერთო კრებების ჩატარება გრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.
ტატანისის, სვირის და ბოგის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:
▫სოფელი ტატანისი - სარწყავი არხის რეაბილიტაცია;
▫სოფელი სვირი -სასაფლაოს შემოღობვა, სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;
▫სოფელი ბოგა - სოფლის ცენტრიდან სოფლის გასასვლელში არსებული ღელესკენ სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:
▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▫სარწყავი სისტემები
▫სანიაღვრე არხები
▫ნაპირსამაგრი სამუშაოები
▫გზები
▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
▫გარე განათება
▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▫ამბულატორიის შენობები
▫კულტურის ობიექტები
▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▫სასაფლაოს შემოღობვა
▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა
პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.